წყალდიდობამ მინიმუმ 19 ადამიანი იმსხვერპლა აღმოსავლეთ კენტუკის აპალაჩიის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 6 ბავშვია.
კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. მისი თქმით, დატბორილია ასობით სახლი და ბიზნესდაწესებულება.