ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ იმ ვარსკვლავების ვინაობა გამოაქვეყნა, რომლებსაც ვირუსების გასავრცელებლად ჰაკერები ყველაზე ხშირად იყენებენ.
მათ სპეციალური სქემა აქვთ – ქმნიან საიტს, შემდეგ კი ამ ადამიანებზე დაწერილი ახალი ამბებით მომხმარებელს იზიდავენ, საბოლოოდ კი მათ კომპიუტერში შეღწევას მარტივად ახერხებენ.
გასული წლის ყველაზე საშიში ვარსკვლავების სიაში, მსახიობი რუბი როუზი ლიდერობს.
სიის მიღმა არ დარჩენილა რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი.
ამავე სიაში მოხვდნენ – მარიონ კოტიარი, ლინდა კარტერი, დებრა მესინგი, კორტნი კარდაშიანი, ამბერ ჰერდი.