ენერგეტიკული სასმელების ძირითადი კომპონენტებია კოფეინი, ტაურინი, ვიტამინები, ჟენშენის ექსტრაქტები, გუარანი. ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ამ ნივთიერებებმა ზიანი მიაყენონ ადამიანის ორგანიზმს?
კოფეინი ასტიმულირებს გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვას, უშვებს ორგანიზმის სარეზერვო ძალებს, ებრძვის დაღლილობასა და ძილიანობას. ტაურინი არის ამინომჟავა. ის ხსნის სტრესს, ასტიმულირებს ტვინის და ნერვულ აქტივობას. ისინი, ვინც სპორტით არიან დაკავებულნი, დანამატების სახითაც იღებენ. მწარმოებლების უმეტესობა წერს, რომ ენერგეტიკული სასმელი შეიცავს სხვადასხვა ვიტამინის კომპლექსებს.
მაგრამ არის ეს სასმელი ჯანმრთელობისთვის კარგი?
ამ კოომპონენტების ერთობლიობა მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. სასმელის ერთი ქილა, კოფეინის სამჯერ მეტ რაოდენობას შეიცავს, ვიდრე ერთი ჭიქა ყავა. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ კოფეინი დამოკიდებულებას იწვევს.
კიდევ ერთი დიდი მინუსი ის გახლავთ, რომ სასმელი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.
































































