თბილისში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული საშობაო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე მეუღლესთან ერთად, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ მერაბ დეკანოსიძის ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი.
გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მამა მერაბმა დალოცა ყველა მხატვარი, ვინც გამოფენაში იღებს მონაწილეობას და შეკრებილი საზოგადოების თხოვნით იმღერა კიდეც.
როგორც მამა მერაბი ამბობს ხატვაც და მრევლში სიმღერაც პატრიარქის თხოვნით დაიწყო.
„ბევრი გამოფენა მქონდა, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს საშობაო გამოფენა, რადგან პირდაპირ უკავშირდება უფალს. ვუკრავ კიდეც, მაგრამ აღარ ვუკრავდი, როცა მოძღვარი გავხდი. ჩემი მოძღვრად გახდომიდან 5 წლის შემდეგ, უწმინდესმა მომწერა წერილი _ „მამა მერაბ, გთხოვ, მრევლში დანერგო სიმღერა, ხატვა, ცეკვა და კინომატოგრაფია. ჯერ კინომატოგროფობა არ დამიწყია, დანარჩენს ყველაფერს ვახერხებ“,_ამბობს მამა მერაბი.