ლომი
ლომი “მზის შვილია”, ჰოდა, მოგეხსენებათ, მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს. შესაბამისად, მამაკაცი ლომიც უფრო “საგარეო” პერსონაა ვიდრე ოჯახის კაცი. ამიტომ მისი ხასიათის სირთულე ზუსტად ამ ფაქტს უკავშირდება. ლომისთვის სახლი ერთობ მცირე ფართობია საკუთარი ამბიციების ჯეროვნად დასაკმაყოფილებლად.
შესაბამისად, მისი ერთი შეხედვით მხიარული, გულღია იმიჯი ვიწრო გარემოში აუცილებლად იმსხვრევა და თუ ლომი მამაკაცი ვერ ახერხებს თავისი ამბიციები პროფესიულად დახარჯოს, მარტივად იქცევა “ოჯახური მასშტაბის ტირანად”, რომელიც მზადაა ნებისმიერ თემაზე აუჯაჯღანდეს ოჯახის წევრებს. ყველაფრის მიზეზი კი მისი ეს მეფური ამბიციებია.
[sexy_author_bio]