სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრისა გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის მიღების მიზნით, ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანსია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით ცხადდება და ის არაანაზღაურებადია.
მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატი, რომელიც დასამტკიცებლად მინისტრს წარედგინება.
საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას უნდა ახლდეს არასამთავრობო ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიულად დამოწმებული სახით, წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.
აღნიშნული დოკუმენტების და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი, სატელეფონო ნომრებზე – (+995 32) 231 27 47 (7420), საბუთები 2017 წლის 21 მარტს 18:00 საათის ჩათვლით მიიღება.
(R)