2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმა შემოვა. მის შესახებ განცხადება დღეს უკვე ოფიციალურად გააკეთა განათლების, მეცნერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
“ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები”, – განაცხადა მთავრობის წევრმა.
განათლების მინისტრის განცხადებიდან დადასტურებულად გაირკვა ისიც, რომ ფორმები ფასიანი იქნება, რადგან გივი მიქანაძემ ფორმებთან დაკავშირებით მხარდაჭერა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ოჯახებს აღუთქვა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელიც ჯაანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 ათასი ქულით ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მზრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.































































