რამდენიმე წუთის წინ თავდასხმა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში. ებრაელი ბიზნესმენის იგორ ასკაროვის თქმით, მას ორი პირი დაესხა თავს და სცემეს. მისივე თქმით, ნაცემია მისი მეუღლეც.
დაზარალებულის თქმით მას “ცეპი” ჩამოგლიჯეს კისრიდან და წაღებულია ფული.
როგორც ასკაროვი ამბობს, ის პოლოციას არ ენდობა და აცხადებს, რომ თავდამსხელები სამართალდამცავებმა გამოუგზავნეს. სწორედ ამ მიზეზს ასახელებს თუ რატომ არ შეატყიბინა პოლიციას და რატომ არ მისცა მათ ჩვენება.
_ არ ვედნობი და არ მინდა მათთან თანამშრომლობა, _ აღნიშნა ბიზნესმენმა, რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს ადვოკატის მეშვეობით შეატყობინა.