დისშვილმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა.
ადგილობრივების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდასხშირად აკითხავდა ფულისთვის.
შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მომხდარზე საქმე 109-ე _ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.