სასტიკი მკვლელობა კუნძულ კრეტაზე, რომელშიც ქართველი მამა-შვილი ფიგურირებს. საბერძნეთის პოლიცია 48 წლის მამას 18 წლის შვილთან ერთად ეძებს. მამამ მოზარდ შვილთან ერთად გამოძიების ინფორმაციით, 53 წლის ადგილობრივი საკუთარ სახლშივე წებოვანი ლენტით დააბა, სასტიკად აწამა, შემდეგ კი გაგუდა, _ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოკლული საბერძნეთის მოქალაქის სახლიდან წაღებულია ფული, პირადი კომპიუტერი და ტელეფონი. ნაწამები ცხედარი კი სახლში მეზობლებმა მას შემდეგ იპოვეს, რაც მოკლულის სახლთან მისივე ძაღლის უცნაური ქცევა შენიშნეს.
საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ქართველი მამა-შვილის მიმართ უკვე გამოცემულია დაპატიმრების ორდერი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ საბერძნეთის ციხეში მრავალწლიანი პატიმრობა ელით.