ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევები მატულობს.
გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა ასაკის ადამიანებშია დადასტურებული, მათ შორის ბავშვებიც არიან.
„ქვემო ნატანების საჯარო სკოლა გადავიყვანეთ დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ასევე ლიხაურის სკოლის დაწყებითი კლასებია გადაყვანილი დისტანციურ რეჟიმზე, ახალშენის საჯარო სკოლაა გადაყვანილი დისტანციურ რეჟიმზე, ასევე ქალაქის პირველი და მეორე სკოლები.
რაც შეეხება ბაღებს, პროფილაქტიკური მიზნით არ დაიწყო სოფელ შრომის 2 ბაღის ფუნქციონირება. მერიის ბაღში, რადგან სიმპტომიანები იყვნენ, ვარჩიეთ, დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეყვანა.
დადასტურებული შემთხვევების გამო შეჩერებულია ოზურგეთის მეორე ბაღი, ნაღობილევის ბაღი, ოზურგეთის მე-9 ბაღი, მაკვანეთის ბაღი“,_ ამბობს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ელზა სიმონიშვილი.