გახარიას განცხადებით, ქვეყანა მზად არ არის მკაცრი ეკონომიკური შეზღუდების დასაწესებლად.
მისი განცხადებით, ქვეყანაში სწავლის დაწყება ორი კვირით გადაიდება.
„პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს.
ორი კვირით გადაიდება სასწავლო პროცესი თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და გორში. სწავლა დაიწყება პირველი ოქტომბრიდან, იმისთვის, რომ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები“,_ განაცხადა გახარიამ.