გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, კანონპროექტის მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს. როგორც “რადიო თავისუფლებას” პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, მდინარაძემ „სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა“.
პარლამენტმა გამჭვირვალობის კანონი პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით, ისევ 83 ხმით მიიღო. პირველი მოსმენისგან განსხვავებით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც აშშ-ში, მივლინებაშია. თუმცა სხდომას დაესწრო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გივი ჭიჭინაძე, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომაზე არ იმყოფებოდა.