ყოფილი პარლამენტარი, ოთარ ჩრდილელი, “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალის თავდამსხმელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“სასწრაფოდ..
ვიცანი ტერორისტი!
ამაზე სტატუსის ბოლოს.
ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრდეს და მერე ტელევიზიით აჩვენებენ თუ როგორი სათნო დედა და სპეტაკი მამა ყავს – ტერორისტს.
თუ რა საყვარელი ბავშვები ჰყავს და როგორი მზრუნველი მამაა,
მერე წამოვა საძმაკაცო, სამეზობლო, სანათესაო.
გაუჭირდა და გაჭირვებამ აქნევიაო…
ყველაფერზე, ეს გაჭირვებაზე ხელის ტაცება – მაშველ რგოლად მაგარი შემოიღეს.
მსოფლიოში ყველა ეპოქაში იყო გაჭირვება, შენ რა იცი მე როგორ მიჭირს…
ან იმას რა დონეზე ადგას გასაჭირი-ან ამას, მაგრამ:
ქალებში კი არ შევვარდნილვართ ხელყუმბარით,
საერთოდ ჰუმანისტი ვარ, თუმცა ბოლო ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ:
ისე უნდა დაისაჯოს, რომ:
პირში ის ყუმბარა და რ@აკში მისი მოთხოვნილი დროშა გაუყარო!
P.S.
ახლა რაც შეეხება დაპირებულ ვინაობას!
ნიღაბს როდესაც ჩამოხსნიან
ყველა დაინახავთ ტერორისტი რა ყ@ეცაა…”