გუშინ, სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მასშტაბური შემოწმების შედეგად გამოვლენილი 7 საეჭვო შემთხვევიდან, კოვიდ ინფექცია ლაბორატორიულად არცერთს არ დაუდასტურდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან.
ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული.
ჯამში, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.