სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი კორონავირუსით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 45 წლის ქალბატონი ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა და სავარაუდოდ, ერთ-ერთი პაციენტისგან დაინფიცირდა.
ქალბატონს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
გარდაცვალების ფაქტი “გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა:
„ყველას გადარჩენას ცდილობდა, სულ სხვებზე ფიქრობდა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სავარაუდოდ,პაციენტისგან დაინფიცირდა”, _ ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.