რამდენიმე წლის წინ, აშშ-ში, ფლორიდაში გაიხსნა ახალი ოკეანარიუმი. ამ ეტაპზე ეს არის მსოფლიოს უდიდესი ოკეანეების იმიტაცია. ამ ე.წ. პარკში ბინადრობს 100, 000-ზე მეტი საზღვაო ცხოველი თუ თევზი.
ოკეანარიუმის ადმინისტრაციის მტკიცებით, ცხოველები და თევზები იმყოფებიან ისეთ პირობებში, როგორშიც ბუნებრივ სამყაროში.
ამ პარკის სტუმრებს შეუძლიათ, გაეცნონ, არა მარტო ზღვის ცხოვრებას, არამედ გაერთონ და დაისვენონ მთელ ოჯახთან ერთად, ან გაატარონ ღამე სასტუმროს თბილ ოთახებში, რომლებიც წყალს ქვეშ არის მოთავსებული და მისი დიდი ზომის სპეციალური ფანჯრები პირდაპირ იყურებიან ამ დიდ და ამოუცნობი ოკეანარიუმის სიღრმეში.