სასტურმო “რუმსში” ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. შეხვედრა უკვე გამართეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ამ წუთებში ამერიკის სენატის წარმომადგენლებს “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ლელოს” წევრები ხვდებიან.
როგორც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განმარტა, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
“ეს იყო დახურული შეხვედრა. მე ვერ ვასაჯაროვებ ინფორმაციას, თუ ვის შევხვდით და ბუნებრივია ვერც იმას, თუ რაზე ვისაუბრეთ კონკრეტულად. ამ დახურულ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი გავაცანით, რაც დღის წესრიგში დგას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს ეხება მეორე ტურს, წინასაარჩევნო გარემოს, ვისაუბრეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე”, -აღნიშნავს ბოკუჩავა.