სატელეფონო ამონაწერები, რომლითაც ფარცხალაძის და ლევან ყიფიანის ხშირი კონტაქტი დასტურდება _ საუბარია ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მილიონების გადარიცხვამდე ყოფილი მთავარი პროკურორი თანხას ითხოვდა და ამ მიზნით გამუდმებით რეკავდა ლევან ყიფიანის ტელეფონზე.
სატელეფონო ზარების რაოდენობა საკმაოდ დიდია.
ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ მას 4 მილიონი პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა. თანხა კი თიბისი ბანკიდან ლევან ყიფიანმა თანმხლებ პირთან ერთად ე.წ. “ქეშად” გამოიტანა.
ამავე თემაზე: როგორ გააქვთ 4 მილიონი ნაღდი ფული ბანკიდან _ თი ბი სი-ში გადაღებული სკანდალური ფოტო
ხაჩიშვილი: ყიფიანმა მითხრა, არავის არ შეხედო სახეზე, ჩადე ფული მანქანაში და გამობრუნდიო