უახლოეს მომავალში კინოკომპანია Disney პოპულარული ანიმაციური სერიალის Toy Story (სათამაშოების ისტორია) მეხუთე ნაწილის გადაღებას შეუდგება.
ამ დროისთვის ანიმაციური ფილმის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ რომ ფილმის ახალი ნაწილი მხოლოდ სპინოფი არ იქნება და მთლიანად ვუდისა და ბაზის ისტორიას დაუბრუნდება.
Toy Story-ის პირველი ნაწილი ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა და პოპულარულიც მალევე გახდა.
საერთო ჯამში, ანიმაციური ფილმის სამმა ნაწილმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ნახა.
Toy Story ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა და მისმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს მალევე გადააჭარბა.
ავტორი