ქურდობის ფაქტი რუსთავში.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში, ერთერთი საწარმოდან 2 პირმა 20 000 ლარამდე ღირებულების ლითონი მოიპარეს.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის.
გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა 2 კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.