ხანძარი იყო დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი ჯვარცხმაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში გაზის აალების შედეგად გაჩნდა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სამზარეულოს ოთახი დაიწვა. ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერის წარმომადგენელი ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაია რამიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს:
_ მარტო იყო ქალი სახლში. კომპოტს ხარშავდა გაზის პატარა ბალონზე, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბუნებრივი აირიც შეყვანილი აქვს. აალდა. საბედნიეროდ ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა, დაზიანდა მარტო სამზარეულო და მიუხედავად იმისა, რომ სახლი ხისაა, დაწვას გადარჩა.
რაც შეეხება ჩვენს კითხვას, აუნაზღაურდება თუ არა ოჯახს ხანძრით მიყენებული ზარალი, რამიშვილი გვპასუხობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა მიიღონ.
“პირდაპირ ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს. ხვალ მერიაში დავსვამ ამ საკითხს, მივაწოდებ ინფორმაციას მერიას და საჭიროების მიხედვით დაეხმარებიან”,_ გვითხრა რამიშვილმა.
ავტორი