თბილისში, ვაზისუბნის მესამე მიკროში მდებარე “არქის” საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლის აივანზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ხანძრის შედეგად წყლის გამაცხელებელი დაიწვა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.






























































