განვმარტოთ, რომ საცობის ინდექსი კომპოზიტური საზომია და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გამოითვლება: მგზავრობის დრო, უკმაყოფილების ხარისხი, CO2-ის გამონაბოლქვი და საერთო სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა / არაეფექტიანობა. ასევე, საცობის ინდექსი (TI) გვაწვდის ინფორმაციას ქალაქის მოძრაობის საერთო პირობებზე.
ჩვენი დედაქალაქის საცობის ინდექსის კოეფიციენტი 144.7-ია, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოში 141-ე შედეგია. ამ მხრივ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ნიგერიის ქალაქ ლაოსს, რომლის კოეფიციენტი 365.9-ს უტოლდება, მეორე ადგილზე კოსტა რიკის ქალაქი სან ხოსეა – 327.8, მესამეზე აშშ-ის მეგაპოლისი ლოს ანჯელესი – 313.2.