ბრაზილიაში ბათუმელი მეზღვაური მოკლული იპოვეს, ამის შესახებ საერთაშორისო მედიასაშუალებები იტყობინებიან. ჟურნალისტების ინფორმაციით, 31 წლის ილია კახაბერიძის ცხედარს რიო დე-ჟანეიროში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მიაკვლიეს.
სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა მეზღვაური მეგობართან ერთად იყო დაბინავებული, რომელმაც ობიექტი მოგვიანებით მის გარეშე დატოვა.
ილია კახაბერიძე საწოლზე მიბმული იპოვეს. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი მალევე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია მკვლელობის მოტივი.
წყარო: TV25