ავსტრალიაში ფლინდერსის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა უჩვეულო კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა 102 ქალი გამოკითხეს, რათა გაერკვიათ, თუ რა ემოციები ეუფლებათ მათ საცურაო კოსტუმის შეძენისას. აღმოჩნდა, რომ გარდერობის ამ ელემენტის შერჩევის პროცესი ნეგატიურ ემოციებსა და გაწყობის გაუარესებას იწვევს.
კვლევის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგი მარიკ თიგმანის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ქალების უმრავლესობას იდეალური სხეულით თავის მოწონება არ შეუძლია. ამდენად, ქალებს გარკვეული კომპლექსები უყალიბდებათ. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ქალების დეპრესიულობაში დამნაშავე მაღაზიის გასახდელების მკვეთრი განათება და დიდი სარკეებია, რომელშიც ქალი სხეულის არასასურველ ფორმებს აკვირდება. სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საცურაო კოსტუმი არ უხდება. ეს აზრი კი, ქალებს თავდაჯერებულობას აკარგვინებს და სტრესულ მდგომარეობას იწვევს.
თავის მხრივ, პროფესორი ტონი-ენ ლინდსეი ირწმუნება, რომ შევსებული ქალები არ განიცდიან კომპლექსს სხეულის ფორმის გამო. ამაზე მეტყველებს ის, რომ ისინი მეტად მიმზიდველ და სექსუალულ საცვლებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე – გამხდარი ქალბატონები.