“ქართლის ამბების” ინფორმაციით, კავთისხევი – მცხეთის გზაზე სატვირთო ავტომანქანა ხიდის ქვეშ გაიჭედა. შემთხვევა სოფლების: სასხორისა და არმაზის მონაკვეთზე მოხდა.
გორი – მეფისქალაქი – კავთისხევი – მცხეთის სარაიონოთაშორისო მაგისტრალი ავტობანის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს, რომელიც მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარე დასახლებებს მიუყვება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ქსანში, მდინარეზე ხიდის აგება იგეგმება, რომლითაც ავტობანი და სარაიონოთაშორისო გზა ერთმანეთს დაუკავშირდება.






























































