20 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე, 51 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 51 წლის ქართველი იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დააკავეს.
სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.
სატვირთოს შემოწმებისას მანქანაში აღმოჩნდა ექვსი უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები. ბერძნული მედიის თანახმად, ემიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო.
საქმეზე წინასწარ გამოძიებას მიგდონიის იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ, დაკავებული კი პროკურატურაში გადაიყვანეს.