ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი “აღსარება“ 2017 წელს გამოვიდა. ეს მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა.
“აღსარების“ შესახებ თავად რეჟისორი და სცენარის ავტორი ზაზა ურუშაძე ამბობდა:
“აღსარება“ უფრო ადამიანურ სისუსტეებზეა. ეს არის მღვდელზე, რომელსაც გადაანაწილებენ მიყრუებულ სოფელში, მას მიჰყვება მორჩილი, სადაც ერთგვარი გამოცდა ელის _ ცოტა ტრაფარეტულად ასეა. ფილმი არის ადამიანურ სისუსტეებზე. არ აქვს მნიშვნელობა, მღვდელია თუ სხვა. ეს არ არის რელიგიაზე, ეკლესიაზე, უბრალოდ, პერსონაჟი არის მღვდელი.“
“გურია ნიუსი“ ფილმზე სასაუბროდ შემოქმედის საჯარო სკოლას ეწვია. ჩვენი სტუმრებია სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატალია ვაშალომიძე და შემოქმედის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე გიორგი სიამაშვილი.