საუდია არაბეთში, ადამიანებმა, რომლებაც დანაშაული არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინეს, სიკვდილით არ დაისჯებიან, _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მეფე სალმანმა აღნიშნულ ბრძანებას, ხელი უკვე მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს არაბეთის სამეფოში დამნაშავის გაროზოგვა აიკრძალა, დასჯის ეს ფორმა კი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა.
საუდის არაბეთს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვეციის ერთ-ერთი ხელმომწერია. ამ დოკუმენტის მიხედვით კი, არასრულწლოვნის მიმართ დასჯის ამ უმკაცრესი ფორმის გამოყენება დაუშვებელია.