კურო
პირველ ადგილს კუროები იკავებენ. ის ერთგული პარტნიორი და გონიერი მშობელია. ის ყოველთვის პრაქტიკული და ეკონომიური იქნება. კუროს შინაგანი სამყაროს სტაბილურობა და ჰარმონია მის შვილებს აუცილებლად გადაეცემა.
ლომი
ამ „მეფური“ ნიშნის ლიდერის თვისებები მის შვილებსაც გადაეცემა. ლომმა იცის, როგორ გამოიყენოს თავისი უზადო გონება ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისთვის. იუმორის გრძნობა და სიცოცხლის სიყვარული მას ეხმარება, ყველა პრობლემა ამაყად თავაწეულმა გადალახოს და „წყლიდან მშრალი“ გამოვიდეს.
კირჩხიბი
კირჩხიბების მგრძნობიარობა და თანაგრძნობა მათ ბავშვების მოთხოვნილებების მიმართ უსაზღვროდ ყურადღებიანს ხდის. ამ ნიშნის ემოციურობა მათ ოჯახებთან მყარად აკავშირებს.
სასწორი
სასწორის უნარი, იყოს გონივრული პარტნიორი, მტკიცე და ჯანსაღი ქორწინების გარანტიაა. ბავშვები კარგ გარემოში გაიზრდებიან და თანაბარ ყურადღებას მიიღებენ. სასწორებისთვის მარტოობა მიუღებელია, ამიტომ ბავშვებს ისინი მთელ თავის ყურადღებას დაუთმობენ.
თხის რქა
თხის რქას საოცარი თვითორგანიზაციის უნარი და დისციპლინისკენ სწრაფვა აქვს, ამაში მათ სხვა ვერავინ შეეჯიბრება. მას უყვარს ყველაფრის წინასწარ მომზადება და დეტალური, ხარისხიანი გეგმის შედგენა. ძალაუფლების გონივრული გადანაწილებისა და საკუთარი ძალების სწორად შეფასების უნარი აუცილებლად გადაეცემა მათ შვილებს.