კირჩხიბი
როგორც ცნობილია, კირჩხიბის ზოდიაქო დედობას “კურირებს”, თუმცა, ქალი კირჩხიბები, კარგ დედობასთან ერთად, გამძაფრებული “დიასახლისური” მონაცემებითა და ოჯახური კერის სიყვარულითაც არიან გამორჩეულნი. კირჩხიბი ქალი მომთმენი და ლოიალურია. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი ქმრის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს; ამჩნევს და მერე როგორ?!
უბრალოდ, უნარი შესწევს, თვალი დახუჭოს ამაზე და აქცენტი მეუღლის გაცილებით უფრო პოზიტიურ მხარეებზე გააკეთოს. გარდა ამისა, კირჩხიბის თვისება, მამაკაცს თავი “უფროსად” აგრძნობინოს ოჯახში, ყველაზე მეტად ხიბლავთ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს. ამ ქალს შესწევს უნარი, მამაკაცს საკუთარი თავის რწმენა არათუ აუმაღლოს, ზოგჯერ საჭიროზე მეტადაც კი გაანებივროს იგი ამ მხრივ.
სასწორი
ქალი-სასწორი ყველა იმ თვისების განსახიერებაა, რომელსაც ჭეშმარიტი მამაკაცი, ზოგადად, ქალის ფენომენში მოიაზრებს. დახვეწილი, ნაზი, მომხიბვლელი, რბილი, დიპლომატიური და დამყოლი… საუკეთესო მსმენელი და კარგი თანამოსაუბრე. თუმცა ეს მხოლოდ კონკრეტულ ვადამდე…
მაგრამ საიმისოდ, რომ საუკეთესო საცოლეების სიაში მოხვედრილიყო, სასწორისეული ოსტატური პერფორმანსი მშვენივრად გამოდგება ამისთვის. სასწორ ქალს შეუძლია მამაკაცს თავბრუ დაახვიოს საკუთარი იმიჯით, რბილი, დიპლომატიური მიდგომით და გასაოცარი მზრუნველობით. თუმცა, თუკი მის ინტერესებს ქმრის ინტერესები სერიოზულად ეწინააღმდეგება, სიმტკიცის გამოჩენაც არანაკლები ოსტატობით ეხერხება.
კურო
ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალებისკენ მამაკაცები ორი ძირითადი მიზეზით ილტვიან – პირველი არის ის, რომ მას შესანიშნავად ეხერხება სამზარეულოში ტრიალი (ხოლო მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, ყველას მოგვეხსენება, რომ კუჭზე გადის); მეორე მიზეზი კი ქალი-კუროს მშვიდი, გაწონასწორებული და სტაბილური ხასიათია, რაზეც ნებისმიერი სტანდარტული მამრი ოცნებობს და მოსწონს.
თუმცა კუროს ხასიათში ისეთ უარყოფით თვისებას, როგორიცაა სიჯიუტე და უაპელაციო პრინციპულობა, ხშირად შეუძლია საქმე გვარიანად გააფუჭოს ურთიერთობაში. მთავარია, მამაკაცმა იმ კონდიციამდე არ მიიყვანოს საქმე, სადაც კურო ქალს სიჯიუტის გამოჩენის აუცილებლობა დაუდგება დღის წესრიგში.