ქალწული და თხის რქა
მიწის სტიქია ხელს უწყობს ამ ორი ნიშნის მტკიცე კავშირს. ქალწულის მიზანდასახულობა და თხის რქის შრომისმოყვარეობა ქმნის წყვილისთვის ფინანსურ სტაბილურობას. ხოლო ქალწულის მისაბაძი ქცევები და თხის რქის კომპლიმენტების სიუხვე ურთიერთობაში ჰარმონიის საწინდარია.
ლომი და მშვილდოსანი
მათ ძლიერი სულიერი კავშირი გააჩნიათ. ისინი ათავისუფლებენ ერთმანეთს ნეგატივისგან და ავსებენ სიყვარულით, რომელსაც შეუძლია მათი ცამდე აყვანა. როდესაც ეს ნიშნები წყვილდებიან, ისინი ხდებიან მამაცები და ფილანტროპები. მეგობრები მათ ოჯახის ფსიქოთერაპევტებს უწოდებენ.
მერწყული და ტყუპები
მათ კავშირში თქვენ ვერასდროს დაინახავთ მოწყენილობის ნიშნებს, იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად იციან რითი დასაქმდნენ. აგრეთვე, მათ შორის არსებული მჭიდრო ფსიქოლოგიური კავშირი ურთიერთგაგების მტკიცე საფუძველს იძლევა.
ამ ნიშნებს ნათლად აქვთ გამოხატული სწრაფვა ინდივიდუალიზმისაკენ და, შესაბამისად, ურთიერთობაში ყოფნის დროს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირად სივრცეს.
სასწორი და ტყუპები
მათ შორის არსებობს ძლიერი ინტელექტუალური კავშირი. ისინი ყოველთვის პოულობენ საერთო თემას, რომელსაც საათობით განიხილავენ, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ცოდნას და, ამავდროულად, ვითარდებიან.
სასწორისთვის და ტყუპებისთვის სიამოვნების წყარო მენტალური ურთიერთობის ქვეშ იმალება. სწორედ დიალოგი ეხმარებათ მათ აღმოჩინონ საერთო საქმიანობა სულისთვის და სხეულისთვის.
თევზები და მორიელი
ეს ორი ნიშანი იმ ტიპის წყვილს მიუკეთვნება, რომელთაც შეუძლიად უსიტყვოდ გაუგონ ერთურთს. მათ შორის არ არსებოს საიდუმლოეები, ვინაიდან არ ძალუძთ ერთმანეთს რამე გამოაპარონ, ამასთანავე, ისინი ურთიერთობაში ძლიერ აფასებენ ნდობის ფაქტორს.