ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა Glamour-მა გამოავლინა მსოფლიოს “საუკეთესოდ ჩაცმული ქალი”.
პირველ ადგილზე მსახიობი, თავის დროზე “ჰარი პოტერის” სერიებში ჰერმიონა რეინჯერის როლის შემსრულებელი და ასევე პოდიუმის ვარსკვლავი, ემა უოტსონი გავიდა.
“გლამურის” გამოკითხვაში რამდენჯერმე პირველ ადგილზე გასული მომღერალი შერილ კოული ამჯერად მეორეზე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სიაში მე-7 კეიტ მოსია, მე-11 – ჯენიფერ ანისტონი, მე-15 კი ვიქტორია ბექჰემი.