ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ბავშვებზე ახალგაზრდობაში ცოტას ფიქრობს. დროთა განმავლობაში, როცა მემკვიდრის ყოლის სურვილი უჩნდება, კარდინალურად იცვლება. მეგობრები და გართობა მეორეხარისხოვანი ხდება, თავით მამის მოვალეობის შესრულებაში ეშვება. ამასთან უზომოდ ბედნიერი იქნება.
ლომი
ლომი ძალიან პასუხისმგებლიანი მამაკაცია. ის საკუთარ შვილებზე გიჟდება. სწორედ ამიტომ, ტიპიური ლომი ძალებს არ დაზოგავს, რომ ოჯახი ნებისმიერი დაბრკოლებისგან დაიცავს. ასეთი მამა ბავშვისთვის ადვილად ხდება მეგობარი, რომელსაც ნებისმიერი საიდუმლო შეგიძლიათ გაანდოთ.
მშვილდოსანი
რა თქმა უნდა, მშვილდოსანი გამოირჩევა იმით, რომ მისი რაიმე ჩარჩოში მოქცევა რთულია. მაგრამ ამ ნიშნის ტიპიური მამაკაცი ადრე აცნობიერებს, რომ ბავშვები მისი საკუთარი მეს გაგრძელებაა. ახალგამომცხვარი მამა მზადაა ბავშვისთვის მთები გადადგას, თუმცა გვერდიდან შეიძლება ცივი მოგეჩვენოთ. სინამდვილეში მამა მზადაა ბევრი რამ გაიღოს, ოღონდ მისი შვილი კარგად იყოს.
ტყუპები
პასუხისმგებლობის მქონე ტყუპები ჩვენს სიაში მეორე ადგილს იკავებენ და ეს გასაკვირი არაა. ასეთ ხალხს ყოველთვის უფრო მეტი მოვალეობა აქვთ, ვიდრე უფლება. ბავშვების აღზრდაში ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მზადაა ბავშვებთან დრო გაატაროს. ხუმრობა, კამათი, თამაში და ბევრი ურთიერთობა თავის პატარა ასლთან – ეს ყველაფერი ასეთ მამაზეა.
კურო
„კურო საუკეთესო მამაა. ის აღზრდის თითოეულ მომენტს პასუხისმგებლობით ეკიდება: კვება – საათობრივად, თამაში – ასაკის მიხედვით. აქ ყველაფერს თავისი დრო და საკუთარი მოფიქრებული გეგმა აქვს“ – დარწმუნებულია „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებულ, მეჰდი ებრაგიმ ვადა.
ამავე მოსაზრებას ბევრი ასტროლოგი მხარს უჭერს, ამიტომ კუროს მამობრივ შესაძლებლობებში ეჭვი არ არსებობს. ასეთ მამას ყოველთვის გეგმა აქვს და მხოლოდ ყველაზე თამამ მიზანს ისახავენ.
ავტორი