ცოტა ხნის წინ, ლონდონში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ მათგან მოწონებულ სურათებს, ისეთსავე გრძნობას განიცდიდნენ, როგორც საყვარელი ადამიანის ცქერისას.
შერჩეული იყო 30 სხვადასხვა სურათი. მათ რიგრიგობით უჩვენებდნენ ექსპერიმენტის მონაწილეებს. მეცნიერები აკვირდებოდნენ ცდის მონაწილეთა ტვინის რეაქციას – განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მის იმ ნაწილს, რომელიც პსასუხისმგებელია სიამოვნებასა და სურვილებზე.
ექსპერიმენტის დროს გამოყენებული იყო ისეთი დიდი ფერმწერების სურათები, როგორებიცაა: ჯონ კონსტებლი, დომინიკ ენგრი, გვიდო რენი, იერონიმე ბოსხი, კლოდ მონე, ლეონარდო და ვინჩი, პოლ სეზანი.
პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ცქერისას მეცნიერებმა აღბეჭდეს ტვინის იმ უბნების ძლიერი აქტიურობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიამოვნებაზე. როგორც პროფესორი სემი ზეკი აღნიშნავდა: „ფიზიოლოგიური პარამეტრების მაჩვენებელი პროპორციული იყო სურათის მოწონებისა“.
დასკვნა ძალიან დამაიმედებელი აღმოჩნდა ესთეტიკის მოყვარულთათვის – ხელოვნების ნიმუშების გაცნობისას ადამიანის თვითგრძნობა უმჯობესდება, განწყობილება და ორგანიზმის საერთო ტონუსი სასიკეთოდ იმატებს.