27 მარტს გაიმართა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ ორგანიზებულ სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა. ოლიმპიადაში წარმატებით მიიღო მონაწილეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა.
ისინი გამარჯვებულები ორ ნომინაციაში გახდნენ.
1. “საუკეთესო სამსახიობო დასი”
2. ” ჟიურის სიმპათია” – გადაეცა ჯონი აბუსერიძეს განსახიერებული პერსონაჟისთვის “ბეჟანა” სპეკტაკლიდან “მე ვხედავ მზეს” (ნ. დუმბაძე).
“გურია ნიუსი” ულოცავს სკოლას, დასს, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წარმატებაში და ახალ-ახალ გამარჯვებებს უსურვებს.