თბილისში, სავაჭრო ცენტრო ცენტრ “საბას” მიმდებარე ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო მაღაზიის 60 კვადრატული მეტრი დაიწვა.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომანია “რუსთავი 2” ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილზე 5 სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული და ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.
ზარალის ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.


































































