სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია.
უბედური შემთხვევა მარნეულში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.