„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დათო მდინარაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანილია 5 დაშავებული _ 3 ზრდასრული და 2 ბავშვი.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების გაწევა. დეტალებზე საუბარი ახლა არ შემიძლია, რადგან ექიმები პაციენტებთან იმყოფებიან“, _ გვითხრა მდინარაძემ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, თუმცა, დავით მდინარაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შსს-ს და მათ კომენტარს მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.