ცოტა ხნის ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიის შესასვლელთან, რის შედეგაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილიდან გურია ნიუსს ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა. მისი თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276- ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.