ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2024 წლის 1 ოქტომბერს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის გადასახვევთან ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. რომელთაგან ერთ-ერთს ამ ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი, იამზე დოლიძე მართავდა.
ცოტა ხნის წინ “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული იამზე დოლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა.
ამავე თემაზე: “ოთხი საჯიშე ბიჭი აღარ ჰყავს ჩოხატაურს” _ ერთი წელი საზარელი ტრაგედიიდან



































































