ბათუმში, ბულვარში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა გუშინ, 13 მარტს, მოხდა – საღამოს არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები.
„ბათუმელები“ ინფორმაციით, მეორე დაშავებული ბავშვი კლინიკაში რჩება. ის 3 წლისაა და დაზიანება თავის არეში აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ბათუმელები