დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში სოფლის მკვიდრ, ბიზნესმენ კახა ხინთიბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გიხსნა.
საზეიმო წირვა შემოქმედელის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა აღავლინა. მან აქ მრევლის წინაშე მეტად ემოციური ფრაზა წარმოთქვა: „რა უნდა გააკეთო იმაზე დიდი სიკეთე ადამიანმა, რომ ააგო ტაძარი და ხალხი ქრისტეს სისხლს და ხორცს აზიარო?“
თვით კახა ხინთიბიძემ, რომელიც სოფელ მელექედურის მკვიდრია და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, მოკრძალებული უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე.
სამაგიეროდ აქტიურობდნენ მელექედურელები:
ელისო ბენდელიანი, მელექედურის მკვიდრი: ასეთი თავმდაბალი კაცია, საუცხოო საქმე გააკეთა. ეს ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. დღესასწაულია დღეს მელექედურელთათვის. მადლობა მინდა, ვუთხრა მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი კენჭი დადო მშენებლობის დროს.
ლენა ქადეიშვილი, მლექედურის მცხოვრები: ბედნიერი დღეა მელექედურელთათვის. კახა ხინთიბიძე მთელი ოჯახით იყო ჩართული ამ საქმეში. 90-ან წლებში აქ დაშალეს ეკლესია, ქვები წაიღეს და ნასაკირალში საწყობი ააშენეს. მერე ახლგაზრდებმა უკან მოიტანეს და ამ ეკლესიის ეზოა შემოღობილი.
გია ხმელიძე, მელექედურის მკვიდრი: ბედნიერი დღეა. უკეთესი რა უნდა, გააკეთოს კაცმა. უდიდესი საქმეა. ახალგაზრდობისთვის განსაკურებით კარგი საქმე გაკეთდა. შემოვლენ აქ, სულიერება ხომ აუცილებელია და უმთავრესი ადამიანისთვის.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც ადრიდანვე იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. არის ბაზილიკა. სწორკუთხედი, სამნავიანი. შუა ნავი მაღალია, დარბაზი განიერი და დარბაზში სინათლე კარგად შემოდის.