შედგება თუ არა დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი – საქალაქო სასამართლოში, დღის წესრიგით, სხდომის გამართვა ორი საათისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ადვოკატები ვერ აკონკრეტებენ, შეძლებს თუ არა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი პროცესზე დასწრებას.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით.
ადვოკატები კვლავ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
წყარო: rustavi 2