საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში მინდა მივმართო საზოგადოებას, რომელმაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება ვერც მაპატიოს.
სანამ ავხსნი ამ ურთულეს გააწყვეტილების მიზეზს, ყველას გასაგებად უნდა განვმარტო შეწყალების არსი: არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რადგან საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები.
ზვიადის, მერაბის და წინა ხელისუფლებების შემდეგ საბედნიეროდ დღეს ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. გასაგები რომ იყოს, პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩდენისთვის სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, ის დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპელულირება, ქვეყნის დისკრეიტაციას ემსაურება.
არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვას, დამნაშავე დამნაშავეა, თავისუფლდება სასჯელისგან და არა დანაშაულისგან, შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშნავს.არავის არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, რეკომენდაციით ან შიშით. ეს უკვე დავამტკიცე.
მით უმეტეს არ ვიწყალებ იმ მოლაპარაკების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიმიღია.
ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც კარგად იცის მათ მიერ ჩადენილი საქმეები, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.
როგორც კონსტიტუცია უფლებას მანიჭებს, ვიღებ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ“,_ ამბობს ზურაბიშვილი.