საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად უკვე მივიდა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და განაცხადა, რომ სჯერა, ყველა მოქალაქე საკუთარ აზრს დააფიქსირებს და არჩევანს უკეთესი მომავლის სასარგებლოდ გააკეთებს.
„საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე და რაც მთავარია, სჭირდება რომ მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობიან, უკეთეს, საიმედო და ევროპულ ხვალინდელ დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვინდა საქართველოში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.