ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს აქცია: საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლებისთვის.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს და არაერთი ადამიანის განთავისუფლებას ტელევიზიიდან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ დააბრუნონ თავიანთ სამუშაოებზე სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები და ასევე შეწყდეს ალტერნატიული პროკავშირის წევრების დაშინება.
აქციის მონაწილეები, ასევე, მოითხოვენ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ბორდის წევრების და გიორგი კოხრეიძის გადაყენებას.