„13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს“, _ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით „15-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს“.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით „თბილისში 13-14 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 15-18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.