Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 226 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 463 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 763 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 304 272-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.51%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 287 029-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 36, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 10, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 995, აჭარაში – 419, იმერეთში – 410. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში – 301, აჭარაში – 73, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში – 89, აჭარაში – 10, იმერეთში – 9. 727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 – თბილისში, 284 – აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 227 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 224, ხოლო აჭარაში – 2.
სულ 6 ოქტომბრიდან – 25 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 519 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 989 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 769 პირი, აჭარაში – 2 383, იმერეთში – 1 187.